23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე, რომელიც ნაოსნობის დროს გაუჩინარდა და რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ, რომ დავით რაზმაძის ცხედარი უკვე ნაპოვნია და ინფორმაცია ოჯახის წევრებსაც აქვთ მიღებული.
გემი ამ ეტაპზე მისურატას ნავსადგომში დგას. ქართველი მეზღვაური მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, 7 იანვარს გაუჩინარდა.