2018 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 3,8 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,7 პროცენტი), ასევე რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (3,8 პროცენტი). ფასები შემცირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,2 პროცენტი).
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2,01 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (2,8 პროცენტი), სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (3,5 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,1 პროცენტი). ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-8,3 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,4 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით აისახა.