2018 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ექსპორტი აზერბაიჯანში განხორიციელდა. „საქსტატის“ მონაცემებით, აზერბაიჯანში 502.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში კი 72.0 პროცენტი შეადგინა.
„უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი - 502.7 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი - 437.3 მლნ. აშშ დოლარი და სომხეთი - 284.9 მლნ. აშშ დოლარი.
2018 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 504.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.0 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 408.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 352.6 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი).
2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა , რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17 პროცენტით აღემატება. მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 22.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარს -14.9 პროცენტით მეტი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.