2018 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 4 374.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.0 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 17.7 პროცენტი იყო.
„2018 წელს, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 677.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 41.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 49.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 697.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (16.5 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.6 პროცენტია“, - იტყობინება „საქსტატი“.
2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა , რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17 პროცენტით აღემატება. მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 22.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარს -14.9 პროცენტით მეტი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.