2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.0 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 22.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარს -14.9 პროცენტით მეტი.
„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - წერია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.