ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება დამატებითი პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.
სააღმზრდელო პროცესის აღდგენამდე სამი დღის განმავლობაში ჩატარდება შენობების შიდა და გარე პერიმეტრის დაგვა-დასუფთავება და დეზინფექცია. საბავშვო ბაღების პერსონალს ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
მუნიციპალურ სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს აღდგება.