დღეს, ჩვილთა საყოველთაო, 57–ე ნათლობა გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ სამების ტაძარში 630–მდე ჩვილი მოინათლება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მივა და ნათლულებს დალოცავს.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქს 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ მშობლების მესამე და მომდევნო შვილები არიან.