საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცლებს.
ევროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე პრეზიდენტმა და მინისტრმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია და საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან.