ჩვენი ამოცანაა "ევროპული საქართველო" იყოს პარტია, რომელმაც იცის ხალხის პრობლემები და აქვს კონკრეტული გამოსავალი", ასე აფასებს დავით ბაქრაძე პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრებას.
"დღეს პოლიტსაბჭოზე პარტიამ იმსჯელა ჩვენს მომავალ სამოქმედო გეგმებზე. ბევრი რამეა გასაკეთებელი ამ ქვეყანაში და ერთ-ერთი რასაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ იქნება ჩემი და პარტიის ლიდერების მხრიდან ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში კიდევ ერთხელ ჩასვლა.
ჩვენი ამოცანაა "ევროპული საქართველო" იყოს პარტია, რომელმაც იცის ყველა გაჭირვება და პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას და რომელსაც აქვს კონკრეტული გამოსავალი და შეთავაზება ,როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ და როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარებოა.
ჩვენ უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება ახლოს ხალხთან. უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მთელი საქართველოს მაშტაბით ჩავალთ ყველგან, თითოეულ რაიონში, თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში, შევხვდებით ხალხს, მოვისმინეთ მათ პრობლემას და ხალხთან ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება და როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ", განაცხადა დავით ბაქრაძემ.