საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ახალი სკოლის მოდელის დანერგვა პილოტურ სკოლაში წარმატებით განხორციელდა და მისი სხვა სკოლებში დანერგვა საქართველოს სხვა სკოლებში მაქსიმალურად სწრაფად მოხდება.
„არაერთხელ დავესწარი გაკვეთილს და ჩვენ ვნახეთ ანთებული მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილს არამხოლოდ ყვებიან, არამედ მსჯელობენ, აანალიზებენ, აზროვნებენ, აქვთ უზარმაზარი ენთუზიაზმი და მაქსიმალური ჩართულობა. ეს რეალურად მოხდა და ასეთი მიდგომის დანერგვა საკლასო ოთახებში შეუქცევადი პროცესია“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწავლება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის ერთიან, ჰოლისტურ განვითარებას, მას უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა. უმნიშვნელოვანესია უნარების განვითარება, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები 21-ე საუკუნეში