გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხს უახლესი მიკრობიოლოგიური ხელსაწყო-დანადგარის საშუალებით განახორციელებს.
ლაბორატორიას, ახალი ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებლობა ექნება როგორც ზედაპირულ, ასევე მიწისქვეშა წყლებში რამდენიმე კომპონენტი განსაზღვროს. სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს მაქსიმალურად მაღალი სიზუსტით განახორციელებენ.
ახალი მიკრობიოლოგიური ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ეშერიხია კოლისა და ტოტალური კოლიფორმების განსაზღვრა უახლესი მეთოდით. ლაბორატორიული კვლევები მაღალი სიზუსტითა და უმოკლეს ვადებში განხორციელდება.
ლაბორატორიული ხელსაწყო გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეძენილი, რომლის ღირებულება 35 600 ლარს შეადგენს.