სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი სასტუმროებში სტუმრების და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის კლებაზე საუბრობს.
ყველას - ვინც საქართველოში სასტუმროების მაღალ ფასებს აკრიტიკებდა: შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, სასტუმროების ფასები იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში თითქმის განახევრდა. ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობაც იგივენაირად განახევრებულია. ქვეყანაში იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე თვითონაც და რუსეთმა დიდი სიამოვნებით ხელი შეგვიწყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან.
ირანელები და არაბები ამაყად გავყარეთ. დიდად სხვა ქვეყნების ტურისტები ამ არასეზონზე ისედაც არ გვწყალობდნენ და ვუყუროთ ახლა ერთმანეთს და სტატისტიკას. იმედია ეს ზამთარი მალე გაივლის", აცხადებს ალავერდაშვილი.