თურქეთი ტურიზმიდან შემოსავლის ზრდას გეგმავს. იმისათვის, რომ შემოსავალი გაზარდონ, ოტელიერები გამოსავალს სასტუმრო მომსახურებაზე ფასების ზრდაში ხედავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Turizm Gunlugu ავრცელებს.
თურქეთის სასტუმროთა ასოციაციის (TÜROB) პრეზიდენტი ტიმურ ბაინდირი განმარტავს, რომ მიმდინარე წელს სასტუმროები სტუმრების 10-12%-ით ზრდას გეგმავენ. თუმცა ლირის გაუფასურების ფონზე, გაზრდილი ტურისტული ნაკადი სასტუმროთა შემოსავალზე ასახვას ვერ პოვებს. ამიტომ მიმდინარე წლისთვის სასტუმროს მფლობელები აქცენტს ფაზის ზრდაზე გააკეთებენ.
თურქეთში სასტუმრო მომსახურებაზე ფასის ზრდა ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისშივე შეიმჩნეოდა თუმცა შემოსავალი 2013-2014 წლების შემოსავალთან ახლოსაც კი ვერ მივა. გასული წლის იანვარ-ნოემბერში სასტუმრო ნომრებს ღირებულება 6.4%-ით გაიზარდა და საშუალო დონის ნომრის ღირებულებამ 70.8 ევრო შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს თურქეთი 80 მლნ ტურისტს ელოდება.