დღეს თამრიკო ჭოხონელიძე 55 წლის გახდა. ცნობილი ქართველი მომღერალი, პიანისტი, მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე 1964 წლის 18 იანვარს დაიბადა.
1973–1978წწ. მღეროდა ბავშვთა ვოკალურ–საკრავიერო ანსამბლ "მზიურში"; 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. მისთვის დამახასიათებელია სიმღერის დახვეწილი მანერა, ფერადოვანი ხმის ტემბრი, ღრმა მუსიკალობა. გამოდის როგორც საანსამბლო მომღერალი, ასევე სოლო შესრულებითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში "იავნანა".
მისი ქალიშვილი — მარიამ როინიშვილი ასევე მომღერალია, ასრულებს საოპერო არიებს. ვაჟი — კოკო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
მას 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაუხსნეს ვარსკვლავი.