დღეს, 10 სექტემბერს, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით და საქართველოში მცხოვრებ პოლონელ ქალთა ასოციაცია "მეგობრობის" ინიციატივით, ქართველი და პოლონელი ბავშვები ანაკლიის ბანაკში მიემგზავრებიან.
გორის რაიონში მცხოვრები 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული და დევნილი ბავშვები პოლონელ თანატოლებთან ერთად 10 დღის განმავლობაში უფასოდ დაისვენებენ ზღვისპირეთში.
პროექტი სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს და შიდა ქართლის გუბერნატორის ხელშეწყობით ხორციელდება.