აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, ბრიტანული საინვესტიციო კომპანია MRMU-ს ხელმძღვანელ მარკ აპტონთან და პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი საინვესტიციო პროცესებს, ქალაქისა და მაღალმთიანი აჭარის განვითარებას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრიტანული კომპანია აჭარაში სპორტული, ტურისტული და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული.