იაშვილის სახელობის კლინიკაში მამუკა ბახტაძე მივიდა. პრემიერი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს მოინახულებს. მას შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იქ ასევე იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და თბილისის მერი, კახა კალაძე.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნი. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.