დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაშავებულებიდან შედარებით მძიმეა მეშვიდე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც „იმედის კლინიკაში“ იმყოფება.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნი. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.