შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძე თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე მივიდა. კახა საბანაძემ ჟურნალისტებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და ოჯახებს. ეს მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, მიმდინარეობს გამოძიება. გაკეთდება მაქსიმალური იმისთვის, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია სამი პირი. სხვა დეტალებს ამ დროისთვის ვერ მოგაწოდებთ. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ყველა ინფორმაცია, უბრალოდ ამ ეტაპისთვის ვერც ერთ ვერსიას ვერ დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი ადგილზეა და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად მიღებულია უსაფრთხოების ზომები," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.