დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულს თბილისის მერია დახმარებას აღმოუჩენს.
„ნებისმიერ დაზარალებულ ოჯახს, ყველას მაქსიმალურ ყურადღებას და დახმარებას აღმოუჩენს თბილისის მერია, არც ერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. შესაბამისი საცხოვრისებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება და მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.