დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ბავშვიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი მივიდა.
სალომე ზურაბიშვილი დაშავებულების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა და კომენტარს სავარაუდოდ მოგვიანებით გააკეთებს.
„ერთადერთი ინფორმაცია რაც არის, ეს არის მედიისგან მიღებული ინფორმაცია. სამი გარდაცვლილი და დაშავებულები ვიცით, რომ ბავშვი არის მძიმედ. პრეზიდენტი მობრძანდება,“ - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
შეგახსენებთ რომ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.