11 სექტემბერს, 12:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს აქციას "ხატავენ ქართველი ბავშვები", რომელიც ეძღვნება აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს დატრიალებულ ტრაგედიას.
2001 წელს ტერორისტებმა აშშ-ის სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, ერთი პენტაგონს დაეცა, ერთი კი შტატ პენსილვანიას. საერთო ჯამში, ტერაქტების შედეგად 3000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. მხოლოდ ნიუ-იორკში ტერაქტის მსხვერპლი 2800 კაცი გახდა. გვამების უმრავლესობა აქამდე ამოუცნობია.