16 იანვარს, 14 საათზე, სასტუმრო „რედისონში" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლის მიერ განხორციელებული პროექტის -,,გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის" - შედეგებს წარადგენს და სახელმძღვანელოს - ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში" - პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას დაესწრებიან შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში,შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და პროექტში ჩართული შშმ პირები.