საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ.