ჯერ არ მაქვს აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესული იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ უზეანესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს ჯერ არ ჩანს.
„თუ გამოჩნდება ყველა დავინახავთ. პარლამენტში ყველა წევრისგან უნდა იყოს ამის მზაობა, რასაც ჯერ ვერ ვხედავ. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ნდობა პროცესის მიმართ“, - განაცხადა გეგიძემ.
როგორც გეგიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, ანა დოლიძესთან და ნაზი ჯანეზაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მათ მათ მიერ დღეს წარდგენილი ინიციატივის შესახებ მოისმინეს.
„შევხვდით მათი ინიციატივის თაობაზე, რათა მიგვეღო მეტი ინფორმაცია. გვქონდა კითხვები. სანამ დავიწყებთ ამ ინიციატივის განხილვას ფრაქციაში, პირველი შეხვედრა გავმართეთ“, - აღნიშნა გეგიძემ.
ცნობისთვის, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.