თუკი დავინახავთ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე დაწყებული პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერი წევრებისთვის სიტუაციიდან თავის დაძვრენის საშუალება იქნება, ასეთ შემთხვევაში, საბჭო არსებული შემადგენლობით სახლში იქნება გასაშვები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.
დეპუტატის განცხადებით, კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი სახის იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით დარჩეს.
„საკანონმდებლო შეთავაზებები სხვადასხვა ფორმატში უნდა იყოს განხილული, ეს იქნება სამუშაო ჯგუფში თუ რეფორმის განმახორციელებელ ჯგუფში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 97-პროცენტიან რეიტინგს მურუსიძეს ანიჭებს, იმ მოსამართლეს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში ფიგურირებს. ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი სახის იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით დარჩეს. ცვლილებები განსახორციელებელი სწორედ ამ მიმართულებით არის“, - განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სასამართლო სისტემისადმი ნდობას დაბლა წევს. მისივე თქმით, ცვლილებები დასაწყები აქედან არის, თუმცა მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანია. კობერიძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში იუსტიციის საბჭო იმისთვის იყო შექმნილი, რომ სისტემის გაჯანსაღება მომხდარიყო, მაგრამ მას გარკვეული ჯგუფი იყენებს, რაც გამოჩნდა