პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, მას აღნიშნულ საკითხზე "ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა გაუჭირდება".
"ამაზე ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა გამიჭირდება. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - განაცხადა სერგეენკომ.