გორში, კლინიკა "გორომედში" გრიპის ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად H1N1 შტამის ვირუსი ოფიციალურად დადგენილია.
"გორმედის" კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში მაღალი ცხელებითა და სუნთქვის უკმარისობით იყო მისული, ამასთან მისივე თქმით, იყო ღვიძლის მძიმე უკმარისობაც.
მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.