უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ურჩევს, მიმდინარე პროცესებზე საუბრისგან თავი შეიკავოს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზარდიაშვილისთვის იქნება სასარგებლო, თუ არ ისაუბრებს.
„პასუხის ღირსად არ ვთვლი, თუმცა საუბარს არ ვურჩევ. მისთვის იქნება სასარგებლო“, - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, დღეს ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ პროცესებს აკვირდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს დეტალურად გასცემს.