ალბათ, ქალბატონმა ეკამ [ბესელიამ] ბოლო ტყვია იმ მძიმე შემთხვევისთვის შეინახა, თუ სიტუაცია ასე განვითარდება და იქნება ძალადობრივი მცდელობა ამ მოსამართლეების გატანის, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკა ბესელიამ მისი განცხადებებით დაადასტურა, რომ მოსამართლე კანდიდატთა სია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.
"ქალბატონმა ეკამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ იყო მათ შორის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ის გადადგა და ივანიშვილმა გაიწვია ის სია და პირდაპირ იქნა აღიარებული, რომ სია ეკუთვნოდა ივანიშვილს. არის საკითხები, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასაც ისინი საუბრობენ. ბოლო ტყვია არ უნდა გამოიყენოს საერთოდ ადამიანმა და შეინახა ალბათ ქალბატონმა ეკამ ბოლო ტყვია იმ მძიმე შემთხვევისთვის თუ სიტუაცია ასე განვითარდება და იქნება ძალადობრივი მცდელობა ამ მოსამართლეების გატანის", - განაცხადა ჭიჭინაძემ.