როგორც ჩანს, ივანიშვილის წერილის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გუნდის შიგნით მისი შანტაჟის არ ეშინიათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძემ უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას დღევანდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეკა ბესელიამ დღეს ნათელი ვერაფერს მოჰფინა.
„ქალბატონმა ბესელიამ დააანონსა, რომ რაღაცას ნათელს მოჰფენდა და დღეს ვერაფერსაც ვერ მოჰფინა ნათელი. ჩემთვის მისი დღევანდელი განცხადება ძალიან გაუგებარი იყო. აქედან აზრი მე ვერ გამოვიტანე. ბესელიასგან განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა, რომ რამეს იტყოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილის წერილის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გუნდის შიგნით მისი შანტაჟის არ ეშინიათ“, - განაცხადა კახიძემ.