ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარებს, ჯანსაღი, კარგი და მისასალმებელია, რომ ეს საერთო ხედვის ნაწილი გახდა.
"მიუხედავად იმისა, ამას ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვისი ბრალია, ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის მნიშვნელოვანი არის და იყო, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა, ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და კანონში შეტანილი იქნება ცვლილებები", - განაცხადა ბესელიამ.