გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად სიმძიმისა, ის უფალს მადლობას სწირავს.
"დღეს ვაცილებთ ძველ წელს. გასული წელი იყო მძიმე წელი როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ღმერთმა ინებოს სიხარულით იყოს აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად სიმძიმისა მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის",- თქვა პატრიარქმა.