დღეს, 14 იანვარს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. ასევე აღინიშნება სამოქალაქო (ძველი სტილით) ახალი წელი.
წმინდა სახარების მიხედვით, 8 დღის ჩვილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს, სადაც ებრაული ტრადიციისამებრ წინადაცვეთის წესი შესრულდა და ყრმას, ანგელოზის მიერ ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას დარქმეული სახელი იესო ეწოდა, რაც "მაცხოვარს" ნიშნავს.
წმ. ბასილი დიდი კი მე-4 საუკუნეში კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი იყო. იგი 330 წელს კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში დაიბადა.ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა: ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად შეირაცხა.