სარეველა პრეზიდენტი, არაფერზე არ აქვს პოზიცია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"სარეველა პრეზიდენტი. არაფერზე არ აქვს პოზიცია. უკრაინის ავტოკეფალიაზე იბოდიალა. მოსამართლეებზე არ მეხებაო. პროპორციული არჩევნები ჩემი საქმე არააო. არაფერთან არაფერ შუაში არ ვარო. მოკლედ, თვითგამოცხადებული "ვირის ხორცი ვარო".
პ.ს. ისე კი ინამუსა. საფრანგეთის პენსიას ვიღებ და საპრეზიდენტო ხელფასს ქველმოქმედებაში გავუშვებო", - წერს უგულავა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.