მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ის ამას ვერ ხედავს.
"ახალი მოსული ვარ, ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და არ ვიცი ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.