დღეს მემგონი არაფერი ისეთი არ არის, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს, ჩვენ ომის პირას ნამდვილად არა ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს.
"არ შეიძლება, რომ მე ჩართული ვიყო ამ დისკუსიებში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თუნდაც მმართველ გუნდში ამ ტიპის დისკუსიებია, ნორმალური და საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. დღეს მემგონი არაფერი ისეთი არ არის, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს. ჩვენ ომის პირას ნამდვილად არა ვართ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.