პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება, მორალური ინიციატივა, რომელიმე თემა აწიოს და მიმართოს, მთავრობას, კანონმდებლებს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ საზოგადოებასთან, არასამთავრობოებთან ამ თემაზე ჰქონდეს დისკუსია.
"ეს არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, საჭირო არის ამის დაწყნარება. მე მესმის, რომ ამავე დროს დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არსებობს ქვეყნები, ვინც ეს გადაწყვიტეს, ბოლო ამის მაგალითი იყო საფრანგეთი, რომელმაც მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან, ამაზე უნდა ვიმუშაოთ", - თქვა პრეზიდენტმა.