პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა თუ მითითება, თუ როგორ უნდა შედგეს სია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი იმ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს.
"ეს არის გადასაწყვეტი იმ პირების და შტოებისგან, რომლებიც არიან მონაწილე ამ პროცესის, ეს არის სასამართლო შტო და პარლამენტი. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.