საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევა არც ერთი პოლიტიკური პარტიის დამსახურება არ არის.
პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რა პოზიცია აქვს მას სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, რადგან მისი არჩევა მმართველი გუნდის დამსახურებაა.
"არც ერთი პარტიის დამსახურება არ არის ჩემი პრეზიდენტად არჩევა. მე ქართველმა ხალხმა ამირჩია", - თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის შემდეგ.