გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანა იგეგმება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო მიესალმება კერძო კომპანიის მხრიდან სხვადასხვა სახის აქციებს.
„გარდა იმისა, რომ გეგმურად, სეზონურად ანუ ოქტომბერ-ნოემბერში რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციას ვატარებთ, ამ დროს ხდება ხოლმე დაგეგმილი და შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ათვისება, ახლა მოსახლეობაში მოტივაცია გაიზარდა. ჩვენ მივესალმებით აქციას კერძო კომპანიის მხრიდან და ვაკეთებთ შეკვეთას, რომ დამატებითი რაოდენობა უზრუნველვყოთ მოსახლეობაში“, - განაცხადა სერგეენკომ.