არ არსებობს საქართველოში არანაირი საპარლამენტო უმრავლესობა ან მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ კონფლიქტის სათავე ბიძინა ივანიშვილია.
"ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს სასამართლო ერთპიროვნულად მართოს, ისევე როგორც უნდა მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი საპარლამენტო უმრავლესობა ან მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს",- განაცხადა სერგო რატიანმა.