საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს განსახილველად ცესკოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე, ღია კონკურსის წესით, ნათია იოსელიანი და გიორგი შარაბიძე შეირჩნენ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შარაბიძე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. ნათია იოსელიანი კი საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრში მუშაობს.