დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
მისი თქმით, ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევაა.
„გიდასტურებთ ინფორმაციას, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა. ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. სამწუხაროდ, დღევანდელი რიცხვით ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.