ზურაბ პოლოლიკაშვილი დღეს 42 წლის გახდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი 1977 წლის 12 იანვარს დაიბადა.
ზურაბ პოლოლიკაშვილი 2009-2011 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე და მინისტრობის შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილს ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტი ეკავა.
2005-2006 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ ხოლო 2006 წელს დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
2001 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება "თიბისი" ბანკის მთაწმინდის ფილიალის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ამავე ბანკის ცენტრალური ფილიალის დირექტორად.
1997 წლიდან შრომით საქმიანობას დაიწყო სააქციო საზოგადოება "თიბისი" ბანკში საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად, საკორესპონდენტო ანგარიშების მართვის მენეჯერად, დოკუმენტალური აკრედიტების მენეჯერად, საკრედიტო მენეჯერად.