დღეს, 9 სექტემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გახსნა. გაეროს ბავშვთა ფონდის, ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციალისტმა კერი ნიალმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები წარმოადგინა. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის თემაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ისაუბრა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას განრიდებისა და მედიაციის ახალი პროგრამის ამოქმედების შესახებ. ასევე არასრულწლოვანთა განრიდების თემაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდების მექანიზმი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან ერთად ამოქმედდა. ეს მექანიზმი გულისხმობს პროკურორის უფლებას, განარიდოს არასრულწლოვანი სისხლისსმართლებრივ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული და თუ მან დანაშაული პირველად ჩაიდინა.
პროექტის ძირითადი მიზანია საზოგადოებას დაუბრუნოს სრულყოფილი მოქალაქე, სახელმწიფო არასრულწლოვნის რეაბილიტაციას და სოციალურ რეინტეგრაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს