მთავარი, რაზეც უნდა ყოფილიყო პასუხი განცხადებაში, ეს პასუხი არ არის - უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილ სიას, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ სიის მიმართ, რადგან გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალური არიან წარდგენილი სიის მიმართ და ასევე ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან.
„ის ამბობს, რომ სწორი იყო სიის შეჩერება, სწორია, რომ ფორსირებულად ეს საკითხი არ წყდება, საჭიროა განხილვები, საჭიროა საკითხის მომზადება. ეს ყველაფერი ჩვენი პოზიცია იყო, ჩვენ ფორსირებული განხილვა რომ არ გვინდოდა, მაგიტომაც არ შედგა. გვაინტერესებს ამ სიის მიმართ მისი საჯარო დამოკიდებულება, რადგან გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალური არიან წარდგენილი სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა ფოფხაძემ.