სიის პიროვნულ შემადგენლობასთან დაკავშირებით არ მაქვს ჩემი აზრი ჯერ ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა მსოფლიოს პირველ ოცეულშია და არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც უკმაყოფილო არიან
„სიის პიროვნულ შემადგენლობასთან დაკავშირებით არ მაქვს ჩემი აზრი ჯერ ჩამოყალიბებული. გარკვეული ინდიკატორები არსებობს ყველა საკითხთან დაკავშირებით. სიის შემადგენლობაზე არ მაქვს საუბარი, რატომ არის ასეთი გააფთრებული შეტევა იგივე „ნაციონალური მოძრაობისგან“ სტრუქტურაზე, რომელიც გუშინ მთლიანად ხელში ჰქონდათ აღებული. მათი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ყოველგვარი უფლებების გარეშე მუშაობდა და დღეს ვითარება შეცვლილია. რატომ არის, რომ დღეს ჩვენი სასამართლო სისტემა მსოფლიოს პირველ ოცეულშია და არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც უკმაყოფილო არიან“, - განაცხადა ვოლსკიმ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ უკვირს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების, რომლებიც მისივე თქმით, ცდილოებენ, ქვეყანაში სტრესული სიტუაციის შექმნით პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ.