ბათუმის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ბათუმის მერიის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.
სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს, ორშაბათიდან უნდა განახლდეს. მანამდე კი, საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და შენობა სველი წესით დამუშავდება.