კაჭრეთში სემინარზე მენეჯმენტისა და კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს გავდივართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო რესპუბლიკასთან, საქართველოსთვის ახალია.
„მნიშვნელოვანია სემინარი, რომელიც აქ იმართება და რომელშიც ჩართულია არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჩართული არიან უცხოელი კონსულტანტები. ჩვენ გავდივართ მენეჯმენტის თემებს, კოორდინაციის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ახალი რეალობის პირობებში ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ მენეჯმენტი გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.